რა არის წითელი ჩაი?
წითელი ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
წითელი ჩაის დამუშავების პროცესი დანარჩენ სამი ტიპის ჩაისთან შედარებით ყველაზე რთულია. წითელი ჩაი არის შუალედური ვარიანტი მწვანე და შავ ჩაის შორის რადგანაც ის მხოლოდ ნაწილობრივ გადის დაჟანგვის პროცესს.

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.
მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

წითელი ჩაის გადამუშავება
წითელი ჩაის დამუშავება გულისხმობს მხოლოდ ნაწილობრივი დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ფოთლებს ათავსებენ კალათებში მათი ზედა ნაწილის დაჭყლეტის მიზნით. მსგავსი დაჭყლეტის შედეგად ხდება ფოთლების ნაწილობრივი დაჟანგვა, რადგანაც ენზიმების მხოლოდ გარკვეული ნაწილის კონტაქტი ხდება ჰაერთან. შემდეგ ხდება ფოთლების გამოშრობა დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით. წითელი ჩაის ფერმენტაციის დონე განსხვავებულია, ზოგი უფრო ახლოსაა შავ ჩაისთან და ზოგიც კი მწვანესთან.

ულუნი შუ ქსიენი
3-5 წთ.80-90°C7-8 გრ.
შუ ქსიენი არის ნახევრად-ფერმენტირებული ტაივანური ჩაი. ნაყენს გააჩნია ლამაზი მოწითალო-მოოქროსფრო ფერი და სასიამოვნო გემო.
No comments:
Post a Comment