თეთრი ჩაი

                                                რა არის თეთრი ჩაი


თეთრი ჩაი არის კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლები რომელთა გადამუშავებაც ხდება თავისებური მეთოდით.

ის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი არსებული ოთხი ჩაის ტიპთაგან (თეთრი, მწვანე, წითელი და შავი). თეთრი ჩაი თითქმის არ გადის დამუშავების პროცესს და ამის გამო გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. ის აგრეთვე შეიცავს კოფეინის ყველაზე ნაკლებ და ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალ რაოდენობას.

                                              რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება


ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის  ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

                                                თეთრი ჩაის გადამუშავება

თეთრი ჩაი წარმოადგენს მსუბუქად დახვეულ ნედლ ზედა ფოთლებს, რომლებიც საერთოდ არ  გადიან დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით, თეთრი ჩაის მთლიანი ფოთლების (ყოველგვარი დამსხვრევის ან დამტვრევის გარეშე) ღუმელში გამოშრობა ხდება მათი ჰაერზე გაშრობისთანავე. 

გამომშრალ ფოთლებს ვერცხლისფერი დაკრავს რადგანაც მათ  შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდა ფოთლისთვის დამახასიათებელი თეთრი ბუსუსები. სწორედ ამიტომაა რომ ყველაზე პოპულარულ თეთრ ჩაის ვერცხლისფერი ნემსები  ეწოდება.

თეთრი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან. ჩაის ყლორტი და ფოთოლი მსუბუქადაა დახვეული. ნაყენი გამოირჩევა გამჭირვალე ფერით და არომატული გემოთი.

No comments:

Post a Comment