თუ ამ დღეებში წვეულებებმა დაგღალათ, გასამხნევებლად დილით ნამდვილი შავი ჩაი – პუერი მიირთვით! ის ყავაზე მეტად ამხნევებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დაბლა სწევს მომატებულ წნევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ზედმეტ კილოგრამებსაც ებრძვის. ჩაი მინის ან ფაიფურის ჩაიდანში უნდა დააყენოთ. ორგანიზმის გამწმენდი ეფექტის მისაღებად ეს ჩაი უშაქროდ უნდა მიირთვათ.
პუერის ჩაი ფილებადაა დაფასოებული. გამოყენებისას პუერის ჩაის ფილას 2-3 სანტიმეტრის ნაჭერი ჩამოაცალეთ, ცოტა ხნით მოათავსეთ ცივ წყალში, შემდეგ წყალი გადაწურეთ და მდუღარე დაასხით. კარგი ხარისხის პუერის გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება. პირველად ნაყენის მისაღებად 10-30 წამი დაგჭირდებათ, შემდეგ 2-3 ჯერზე კი მუქ ნაყენს უცებ მიიღებთ.
რა არის შავი ჩაი?
შავი ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
შავი ჩაი ყველაზე პოპულარულია დანარჩენი სამი ტიპის ჩაისთან შედარებით. ის აგრეთვე შეიცავს ყველაზე მეტ კოფეინს და გარკვეული რაოდენობის ანტიოქსიდანტებსაც (სხვა ჩაის ტიპებთან შედარებით ნაკლებს).

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.
მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

შავი ჩაის გადამუშავება
შავი ჩაის მომზადება გულისხმობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის სრულ პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება ფოთლების დახვევა იმ მიზნით რომ მოხდეს ენზიმების კონტაქტი ჰაერთან და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი. შემდეგ ფოთლებს ასე ტოვებენ სრულ ფერმენტაციამდე ანუ იმ დრომდე სანამ ისინი არ მიიღებენ მუქ შავ შეფერილობას. მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი ღუმელში გამოშრობის საბოლოო პროცესი.

No comments:
Post a Comment